Refund policy

„აურას“ კონცეფცია დაფუძნებულია ინდივიდუალურობასა და განსაკუთრებულ ზრუნვაზე. ჩვენი თითოეული სამოსი შექმნილია მხოლოდ შენთვის — რადგან გვჯერა, რომ ტანსაცმელი ინდივიდუალურია და მას მხოლოდ მისი ნამდვილი მფლობელი უნდა იმოსავდეს.

სწორედ ამიტომ, ჰიგიენისა და თქვენი სიმშვიდის დასაცავად, ჩვენი სამოსი არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. ეს არის გარანტია იმისა, რომ თქვენ მიერ შეძენილი ნივთი არასდროს ყოფილა გამოყენებული სხვა ადამიანის მიერ და ის პირდაპირ თქვენთვისაა შექმნილი.

გამონაკლისი შემთხვევა:

ჩვენი პრიორიტეტია ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის მიღებისას აღმოაჩენთ, რომ ნივთი დაზიანებულია, გთხოვთ, შეამოწმოთ ის კურიერის თანდასწრებით. მხოლოდ ამ პირობით, ადგილზე დაფიქსირებული დაზიანების შემთხვევაში, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მის დაბრუნებას ან გადაცვლას.